- კოკუსი
- წარმოადგენს კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალურ შეხვედრას, რომლის დროსაც ღიად ხდება სხვადასხვა კანდიდატურების განხილვა და შემდეგ კენჭისყრის გზით დელეგატების არჩევა, რომელთა პოლიტიკური სიმპათიებიც წინასწარაა ცნობილი. კოკუსი დელეგატების შერჩევის ყველაზე ძველი, თუმცა ნაკლებპოპულარული ფორმაა. კოკუსის დროს ამომრჩევლები ცხადდებიან ხმის მისაცემ ადგილებში, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ პოლიტიკური დებატების მოსმენა. პრაიმერიზის დროს კი ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბანზე და ბიულეტენებს ურნაში ყრის.Source: თავისუფლება № 2(26), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
Georgian encyclopedia. 2013.